გუშინ თეთნულდზე, ერთ-ერთ ობიექტზე, მუშა გარდაიცვალა. იგი სავარაუდოდ, თეთნულდის მთაზე საბაგიროების დამონტაჟების სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა სააგენტო “კვირა” წერს, რომ მუშის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.