ნატო-საქართველოს სწავლება 2016 იწყება. ოფიციალური გახსნის ცერემონია ვაზიანის ბაზაზე მიმდინარეობს. მასშტაბურ სწავლებაში, რომელიც 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ნატო-ს წევრი 11 და 2 პარტნიორი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
წვრთნებში სულ 250 სამხედროა ჩართული. მას პირველად ნატო-საქართველოს სწავლებების ისტორიაში საქართველოს გენშტაბი უხელმძღვანელებს. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების მიზნად კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივი მოქმედებები და ნატო-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა სახელდება.
ნატო-საქართველოს სწავლება 2016 ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 მიმართულებიდან ერთ-ერთი პროექტია.