როგორც BBC წერს, ჰილარი კლინტონის მთავარი შტაბ-ბინა დეპრესიამ მოიცვა.
დონალდ ტრამპი ნიუ იორკის “ტრამპ თაუერიდან” სასტუმრო ჰილტონისკენ გაემგზავრა, სადაც იგი ამაღამ ე.წ. გამარჯვების მიტინგს გამართავს.
შეერთებული შტატების “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ავსტრალიის ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის One Nation Party -ის ლიდერი პაულინ ჰანსონი ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მას “ბატონ პრეზიდენტს” უწოდებს.
50 შტატიდან 42-ში დათვლილი ხმების მიიხედვით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 244 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს 215, გამარჯვებისთვის კი 270 ხმაა საჭირო.
BBC -ის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ტრამპს ხმა მისცა 43,446,143 -მმა ამომრჩეველმა, რაც 49.0%-ს შეადგენს, ჰილარი კლინტონს კი 41,295,986 ამომრჩეველმა, რაც 46.6%-ია, სხვებმა კი 3,892,661 ხმა მიიღეს, რაც 4.4%-ია.
“რესპუბლიკელმა” დონალდ ტრამპმა მთავარი შტატაები – ოჰაიო და ჩრდილო კაროლინა მოიგო, მაშინ როცა ჰილარი კლინტონი ვირჯინიას იგებს, ხმების დათვლა კი მთელ შეერთებულ შტატებში გრძელდება. საბოლოო შედეგები შუაღამის შემდეგ, თბილისის დროით კი ოთხშაბათს დილის 9 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
ცოტა ხნის წინათ კი ცნობილი ხდება, რომ ტრამპმა ბრძოლა ჯორჯიაშიც მოიგო და საარჩევნო კოლეგიის მხოლოდ 26 ხმა აცილებს გამარჯვებამდე.
ამ დროისთვის კი ტრამპი იგებს ფლორიდაში, სადაც მას ამომრჩეველთა ხმების 49.1% აქვს მიღებული, ჰილარი კლინტონს 47.7%, სხვას 3.1%