ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია. ამერიკული პრესის ცნობით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, თუმცა, დემოკრატ ჰილარი კლინტონს გამარჯვების მცირე შანსი ჯერ კიდევ აქვს.
ჰილარი კლინტონს ამისთვის სჭირდება გამარჯვება ისეთ საკვანძო შტატებში, როგორიცაა მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი.
აშშ-ში რიგით 45-ე პრეზიდენტის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტი შესაძლოა, ქალი გახდეს.
როგორც ტელეკომპანია “ბიბისი” აღნიშნავს, წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა ორივე კანდიდატისადმი უნდობლობის მაღალი დონით.
იტვირთბა....