თბილისის დროით 9 საათისთვის, არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საკვანძო შტატებში პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
ბიულეტენების 99 %-ის დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ტრამპი იმარჯვებს ფლორიდას შტატში, რომელსაც არჩევნებში საკვანძო როლი აქვს.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჩრდილოეთ კაროლინას შტატშიც, რაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 15 ხმას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატ ჰილარი კლინტონს, ბოლო მონაცემებით, ის იმარჯვებს კალიფორნიის შტატში და ჰავაიში.
დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ბოლომდე აპირებს ბრძოლას, თუმცა, სპეციალისტების ინფორმაციით, მისი გამარჯვების შანსი ნელ-ნელა მცირდება.