ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

The Wall Street Journal საარჩევნო სტრესის მოსახსნელად ამერიკელებს აჭარულ ხაჭაპურს ურჩევს

 

გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal ამერიკელებს საარჩევნო კვირის განმავლობაში გასამხნევებლად  სხვა კერძებთან ერთად, აჭარულ ხაჭაპურს სთავაზობს, რომელიც, სიაში პირველ ადგილს იკავებს:

“კანოეს ფორმის პური სავსეა გამდნარი ყველით. ღუმელიდან მისი გამოღებისთანავე მას ცენტრში გატეხილ კვერცხს ასხამენ და ერთმანეთში ურევენ. ის და ნაპირიდან მოტეხილი პურის გემო გაფიქრებინებთ, ხომ არ ღირს თბილისში საცხოვრებლად გადასვლა”, – ნათქვამია კერძის აღწერაში.

გავლენიანი გამოცემა  ამერიკელებს ურჩევს, რომ  საარჩევნო სტრესის მოსახსნელად,  ქართულის გარდა, შვეიცარიული, ბრიტანული და იტალიური კერძებიც დაიხმარონ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 8 ნოემბერს, იმართება. შედეგების შესახებ ხვალ, თბილისის დროით დილის 9 საათზე გახდება ცნობილი.

წყარო

 

იტვირთბა....