“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ პარტია ბლოკს “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ტოვებს.
კაციტაძის თქმით, ბლოკმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა.
„ბლოკი შეიქმნა დაგვიანებით და უნდა აღინიშნოს, რომ ის მოლოდინი, რაც გვქონდა, ვერ გამართლდა. საერთოდ, ბლოკი იქმნება საარჩევნოდ. ჩატარდა არჩევნები, ჩატარდა მეორე ტურიც, მე არჩევნების შემდეგ პირველ ბრიფინგს ვატარებ დღეს. ჩვენ ბლოკში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებთან ურთიერთობას ვწყვეტთ. „ახალი მემარჯვენეებისთვის“ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება ძველსა და ახალ პარტნიორებთან ერთად“.- აღნიშნავს კაციტაძე.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბრის არჩევნებში ბლოკმა ხმების 3.45% მოიპოვა.