თბილისის რამდენიმე ქუჩას 8 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, გლდანის, კრწანისის და დიდგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად კაბელების
გამოკვლევას, აღრიცხვის კვანძის მოწყობას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების, შარტავას, ჭილაძის, შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის, კანდელაკის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე – სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების და სოფელ ფონიჭალის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდების, კოჯრის, კიკეთის და ბეთანიის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.