დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ იტალიას ტორნადო დაატყდა თავს. ძლიერ ტორნადოს, რომელმაც ლაციოს რეგიონს გადაუარა, 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა შორის კი 10-ზე მეტი ადამიანია.
ყველაზე მეტად სტიქიამ რომიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ლადისპოლი დააზარალა, სადაც ძლიერმა ქარმა შენობები და ელექტორგადამცემი ხაზები დააზიანა. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი გადახადა.
მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, იტალიაში ძლიერი შტორმი დღესაც არის მოსალოდნელი.