ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მიშა ტრიუმფით შემოვა აქ…”

“ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“ხალხო, გაეშვით ამ უაზრო კინკლაობას ვიღაც ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერებთან და მათთან გათანაბრებულ პირებთან 🙂
გადახედეთ საერთაშორისო პრესას და უკრაინელი ექსპერტების შეფასებებს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მინიმუმ 20 ბიძინას ებრძვის შიშველი ხელებით ( უკრაინელ ხალხთან ერთად) ,პრაქტიკულად ამოატრიალა უკრაინაში პოლიტიკური პროცესები!
შეხედეთ მიშას და იამაყეთ, ილოცეთ რომ ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს!
ლოგიკურია, რომ იქაურ ქოცებს ებრძვის და აქაურიქოცები ებრძვიან!
გვახსოვდეს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, მერე იძახონ ღრუბელ-ღრუბელო
გვახსოვდეს, რომ უკრაინაში წყდება საქათველოს მომავალი და არა პოლიტსაბჭოზე!
გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიშას გუნდი ვართ, რომელმაც წუმპეში სახელმწიფო შეგვიქმნა!
გვახსოვდეს რომ მიშა მსოფლიო დონის პოლიტიკოსია და არა ვიღაც ახალი სახე პოლიტიკაში, გვახსოვდეს მიშა ერთადერთია ვინც ღიად ებრძვის მსოფლიო დონის მანიაკს !
გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ პროცესებს ვერ გადავასწრებთ ისევე როგორც კალენდარს !
დროებით დავივიწყოთ რაც მოხდა “გუშინ” და დღეს მიშა რატომ არ არის ქვეყანაში, გვახსოვდეს რომ მიშა ჩვენი ლიდერია და ის წავიდა საომრად იქ და იქედან ტრიუმფით შემოვა აქ!
—- გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ აქ არ მოვამზადეთ სიტუაცია და თუ არ დავანახეთ ის, რომ მიშას ბრძოლის პარალელურად ჩვენ აქ ვასუსტებთ ოლიგარქს, უკრაინას ეშველება, მაგრამ ჩვენ არაფერი!
ჩვენ დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო და ვიამაყოთ შვილიშვილების წინაშე!
ღმერთო , შენ დაიფარე მიშა და ყველა მისი თანამებრძოლი.ვემსახურებით საქართველოს!” – წერს გოცირიძე facebook-ში.

იტვირთბა....