შვედური რითეილერი Hennes & Mauritz (H&M) საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან შემოვა. პირველი მაღაზიის გახსნაზე ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.
შვედური ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ტანსაცმელთან ერთად უშვებს ფეხსაცმელლს, თეთრეულს და აქსესუარებს 1947 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის სათაო ოფისსი სტოქჰოლმში მდებარეობს.
კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს გარდა (H&M)-ის პირველი მაღაზია კოლუმბიაში, ისლანდიასა და ყაზახეთში გაიხსნება.