თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბულში გამართულ ფინანსურ კონგრესზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლის ბოლოსთვის ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს.
ერდოღანის თქმით, თურქეთში არსებული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება მსგავსი პროექტების განხორციელებას მხარს უჭერს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შეთანხმების საფუძველზე შენდება. აღნიშნული კორიდორის გამტარიანობა 17 მილიონი ტონა ტვირთია წელიწადში.