„რიტუალურ მკვლელობაში“ ბრალდებული 24 წლის ბექა შენგელია, მაისში „გია ჯაჯანიძის შოუში“ მიწვეული იყო სექტანტებთან დაკავშირებით.
„პრაიმტაიმნიუსი“ გია ჯაჯანიძეს დაუკავშირდა:
„მე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით, მე მოვიყვანე ეს ბიჭი, პროდიუსერებმა მოძებნეს და მოიყვანეს და ჩემი მიზანი იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და საზოგადოებას ენახათ და გაეცნოთ რა ხდება თბილისში. ჩემი გადაცემა ემსახურება ამას, რომ რაც ხდება საქართველოში ვაჩვენო.
გადაცემის შემდეგ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია და ჩვეულებრივად მიიღეს ეს ყველაფერი. ჩემი გადაცემის შემდეგ ყველაზე საშინელება იყო, რომ საზოგადოებაში ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ ეს იყო დადგმული და მოგონილი. ჩვენ არასოდეს არ ვდგამთ მსგავს შოუებს, ეს არის ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოვატყუოთ საზოგადოებას.
ჩვენთვის უბრალოდ შემაშფოთებელი იყო ეს ფაქტი და ვაჩვენეთ და არც არაფერი. ასე ჩაიარა ყველაფერმა, როგორც ხდება ხოლმე. როდესაც ეს გადაცემა გაკეთდა, რომ დაინტერესებულიყვნენ შესაბამისი ორგანოები და ყოფილიყო მძაფრი რეაქცია ეს აღარ მოხდებოდა ნამდვილად. აქედან გამომდინარე ეს შედეგიც მივიღეთ“, – განაცხადა გია ჯაჯანიძემ.
primetimenews.ge