ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორის თქმით, ერთ–ერთმა ბრალდებულმა მოკლულის ორგანოები შეჭამა

ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა გარდაცვლილის სხეულის დანაწევრების შემდეგ მისი სხეულის ნაწილები შეჭამა, რასაც თავად ადასტურებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, დანაშაული სამმა ბრალდებულმა აღიარა.

სასამართლო დღეს ხუთივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, მათ შორის სამს ბრალად ედება მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხოლო ორს დანაშაულის შეუტყობინებლობა. პროკურატურა ყველა მათგანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდების მხარე ოფიციალურად საუბრობს სავარაუდო კანიბალიზმის შესახებაც.

“დაკავებულია ხუთი ბრალდებული, სამ მათგანს, მათ შორის ერთ არასრლუწლოვანს ბრალად ედება მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხოლო ორს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არის საკმაო ინფორმაციათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, ესენია მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ განხორციელდა და სასამართლომ ცნო კანონიერად. გარდა ამისა, ასევე არის სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ მათზე ბრალად წარდგენილ დანაშაულს. ჩვენებებში ასახული ინფორმაციის შედეგად, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ საჯაროდ დავასახელო, გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა.” – აცხადებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ სამი პირი  დააკავეს.

მკვლელობაში ბრალდებულთაგან ერთ–ერთი მოკლულის შვილია. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

 

იტვირთბა....