ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აფეთქების რისკის გამო Samsung სარეცხ მანქანებს უკან იბრუნებს

მობილური ტელეფონის “გალაქსი ნოუთ 7-ის” შემდეგ, აშშ-ში  “სამსუნგი”  3 მილიონამდე სარეცხ მანქანას უკან იბრუნებს. მიზეზი ამჯერადაც აფეთქების რისკია. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

“სამსუნგმა” სარეცხი მანქანების გამოთხოვის შესახებ პარასკევს გააკეთა განცხადება, როცა გაირკვა, რომ რეცხვისას სარეცხ მანქანას შესაძლოა ხუფი ასძვრეს და ადამიანი დააზიანოს.

ამასთანავე,  კომპანიამ 733 საჩივარი მიიღო, რომლის მიხედვითაც, რეცხვის პროცესში, სარეცხი მანქანები ჩვეულებრივზე მეტად ვიბრირებდა და ზედა ნაწილი ძვრებოდა.

იტვირთბა....