ახალი ამბები მთავარი

ელექტრომობილების მფლობელები მანქანის დამუხტვას უფასოდ შეძლებენ

თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა. დასამუხტი სადგურების თბილისში განთავსების პროექტი კომპანია “ესპეისის” ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორცილდა.

დედაქალაქის მერიამ ტერიტორია კომპანიას უსასყიდლოდ გადასცა. ელექტრომობილების მფლობელები სადგურებზე მანქანის დამუხტვას უფასოდ შეძლებენ. დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს მერია დაფარავს.

უწყება ასევე “სითი პარკთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა დედაქალაქში ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო გახდეს.

 

 

იტვირთბა....