საქმე შესაძლოა კანიბალიზმის ნიშნებსაც შეიცავდეს: თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით მისი 18 წლის ქალიშვილი დააკავეს
თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით შსს-ში განცხადება გაკეთდა.
დედის მკვლელობის ბრალდებით 18 წლის გოგონა დააკავეს. 70 წლამდე მოხუცი ქალბატონის მკვლელობისთვის მისი ქალიშვილი, შეყვარებული და მათი სამი მეგობარი დააკავეს. აქედან 3-ს განზრახ მკვლელობას, ხოლო დანარჩენ ორს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან სამართლადამცველები.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა საქმე კანიბალიზმის ნიშნებსაც კი შეიცავდეს. შსს ამბობს, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. მეზობლების განცხადებით, მოკლულის შვილი გარკვეულ დაჯგუფებაში იყო გაწევრიანებული და შესაძლებელია ქალბატონის მკვლელობა რიტუალსაც უკავშირდებოდეს. მეზობლების განცხადებით, მოხუცი ქალბატონი სავარაუდოდ ჯერ მოგუდეს, შემდეგ დაანაწევრეს და დაწვეს.
შემზარავი მკვლელობა ორი კვირის წინ მოხდა, ამ დრომდე სამართალდამცველები მოხუცი ქალბატონის პოვნას ცდილობდნენ. სპეცოპერაციის შედეგად გუშინ ღამით დააკავეს ეჭვმიტანილები.