ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია, სასაცილოა“: სახალხო დამცველი კანონის გადახედვას ითხოვს

სახალხო დამცველმა,  უჩა ნანუაშვილმა პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად  ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმა, რის შემდეგაც  ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს:

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ დაარეგულიროს ეს საკითხი, არსებობს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულები, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია, რომლის მონაწილე ასევე საქართველოც არის, ჩვენ სწორედ აქცენტს ვაკეთებთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე, რაც სახელმწიფოს აქვს. საქარველოს პრეზდენტის 1999 წლის ბრძანებულებით მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარია, რაც სასაცილოა და შეიძლება ითქვას არაადეკვატური”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ  “საქართველოს შრომის კოდექსში” შეტანილ უნდა იქნას ცვლილება და გაჩნდეს მინიმალური ხელფასის დეფინიცია, ასევე მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით და მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე უნდა განხორციელდეს კონტროლი.

 

იტვირთბა....