სტამბოლში სამუშაოდ მყოფი ქართველი ქალის შესახებ, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ახალ დეტალებს აქვეყნებს:
„ემიგრანტის მკვლელობის მოტივი არის ურთიერთშელაპარაკება, ქალბატონი მზია ბავშვებს უვლიდა ამ თურქ ოჯახის უფროსს ქალს არ მოსწონდა თითქოსდა მისი მუშაობა და ეჩხუბებოდა ძალიან ხშირად თურმე, მკვლელობის დღეს ანუ გუშინ დაცვას ჩხუბის ხმა გაუგია შემდეგ უცებ ჩაწყნარებულა ხმაური, ოჯახის უფროსი თურქი ქალბატონი წასულა სადღაც ოღონდ ბავშვების გარეშე, დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაურეკია დაცვისთვის და უთქვამს რომ ძიძა ანუ მზია მობილურზე არ მპასუხობსო მაინტერესებს ბავშვები როგორ არიანო, დაცვა შესულა და ქართველი ემიგრანტი დასახიჩრებული მრავლობითი ჭრილობებით უპოვნია ძირს დაგდებული ანუ უკვე გარდაცვლილი…. პ.ს. სხვა დეტალები დააპატიმრეს თუ არა თურქი ქალბატონი და რატომ სდუმს ჯერჯერობით თურქული მედია საშუალებები ეს არ ვიცი, მე შოთო სიხარულიძე 10 წელია ყველა ემიგრანტს ვეხმარები ვცდილობ ბათუმიდან დავეხმარო ყველა გაჭირვებაში მყოფ ქართველ ემიგრანტს, ისინი ჩემი საშუალებით ერთმანეთს ეხმიანებიან და აგებინებენ მათ ტკივილს ჭირს თუ სიხარულს… მე მეტი რა ვქნა არაფერი შემიძლია და ესეთი შემზარავი რაღაც მოხდა მომწერეს ემიგრანტებმა შოთო გვიშველეო და არაფერი დამეწერა? აბა ქალბატონი მზიას ოჯახი რა დღეშია მისი შვილები ნათესავები მეგობრები ახლობლები წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილას რამხელა დიდი ტკივილია უკეთილშობილესი ქალბატონის სიკვდილი და თან სიკვდილს გააჩნია როგორ მოკლეს…. ხალხო სხვას რომ მუცელი ტკივა და ცუდათაა თქვენც უნდა დაიდოთ ხელი მუცელზე ესე არ შეიძლება… ერთერთი ქალბატონი მწერს ფულით დაგვეხმარე შოთოო მე რა შემიძლია მე ერთი ვარ ეგ საკონსულომ უნდა მოაგვაროს გადმოსვენების და ფინანსური საკითხიც…. არიან ისეთებიც რომლებიც შენიშვნას მაძლევენ რატომ აზიარებ და აღიზიანებ სტატუსებით და ამ ინფორმაციებით ემიგრანტებსო… ვერაფერი გავიგე….. ძალიან განერვიულებული ვარ მე მაპატიეთ თუ რამე ისე ვერ დავწერე დაგეხმარეთ ბოდიშით…..“ – წერს სიხარულიძე.
სტამბოლში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი გადმოსვენება.