ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზვარეში მომხდარი ინციდენტის გამო ჩინეთის 3 მოქალაქე დაკავებულია

 

შსს-მ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ დააკავა.

„შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სცემეს.

„წუხელ გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს. ისინი ,,არმატურებით“ არიან შეიარაღებული. როგორც ცნობილია, კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ილია ლეჟავამ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია „23-ე ბიურო“ რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს.

იტვირთბა....