ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები და ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა მომხდარის დროული გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა შეშა მოჭრა და სახლში მიჰქონდათ, ხოლო ჩინური კომპანიის, „23-ე ბიუროს“ მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ მოსახლეობამ შეშა მათ მოპარა და ეს ორი ადამიანი სცემეს.
”ფაქტს შეესწრნენ ადგილზე დასაქმებული ქართველები, მივიდნენ ვითარებაში გასარკვევად და ისინიც სცემეს. დაზიანებები მიყენებული ჰქონდათ მჭრელი და სავარაუდოდ ბლაგვი საგნებითაც”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.