დედის გარეშე დარჩენილ მცირეწლოვან ბავშვებს დახმარება სჭირდებათ. აბაშიძეების სამშვილიანი ოჯახს მას შემდეგ გაუჭირდა, რაც საკეისრო კვეთის დროს ბავშვების დედის მდგომარეობა გაუარესდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, 32 წლის ქალმა ტყუპები, დავითი და ნიკოლოზი გააჩინა. საკეისრო კვეთის დროს მან კლინიკური სიკვდილი განიცადა და კომაში თვენახევარი გაატარა. ამის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. რამდენიმე დღის წინ კი გარდაიცვალა. „იალქანის“ ინფორმაციით ბავშვებს მარტოხელა ბებია გაჭირვებით უვლის.
„4 თვის წინ ეს ოჯახიც იყო ერთი ჩვეულებრივი ოჯახი, მამა მუშაობადა მშენებლობაზე, ბებო სასადილოში, დედა სახლში ფუსფუსებდა პატარების მოლოდინში. მაგრამ 4 თვის წინ ყველაფერი დარსულდა. მას შემდეგ მხოლოდ ჩვენს იმედად დარჩნენ.
გვჭირდება დახმარეება სასწრაფოდ. სახლში არ აქვთ გამათბობელი. მარტოხელა ბებოს უჭირს ღამით ადგომა და ღუმელის დანთება. სახლში არის გაზი შეყვანილი, მაგრამ არ აქვთ გამათბობელი. ძალიან გთხოვთ, მეზობლების დიდი თხოვნა მომაქვს თქვენამდე, დაეხმაროთ ბებოს გამათბობელის შეძენაში, რომ შეძლოს ოდნავი კომფორტი შეუქმნას ბავშვებს.
ჩვენ რომ ვიყავით ასულები, პატარა ბავშვები გაყინულ ოთხში ჰყავდათ, ვერ ანთებდნენ შეშის ღუმელს. ვფიქრობ, არც ისე დიდი თანხაა საჭირო, რომ შევიძინოთ 600-ლარიანი გამათბობელი.
უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ამ პაწაწინა ბაიების დედა დღეს მიებარება მიწას და ჩვენ აგვირჩია უფალმა იმისთვის, რომ მათ დედობა გავუწიოთ.
ძალიან გთხოვთ მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა.
გადმორიცხეთ თანხა: საქველმოქმედო ორგანიზაცია იალქანი-ს ანგარიშზე : TBC BANK ანგარიშზე GE93 TB79 9073 6080 1000 04 ან დგვიკვშირდით.
ამ პატარების გამთბობელისთვის უკვე გადამოგვცა 100 ლარი „TV ერას“ დირქტორმა ბატონმა გიორგი მეტრეველმა, რომელიც ჩვენი მუდმივი პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა ოჯახთან. დაგვიკავშირდით 599 20 96 46“- ნათქვამია ორგანიზაცია „იალქანის“ განცხადებაში.