თბილისში პირველი ელექტროავტომობილის დამტენი გამოჩნდა. თბილისის მერიაში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ავტომობილის დამტენები კუს ტბის ასახვევსა და ევროპის მოედანზე დამონტაჟდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ელექტროავტომობილების დამტენების ოფიციალური გახსნა შაბათს იგეგმება.