ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს, – ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ განაცხადა.
,,ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს. ისინი ,,არმატურებით“ არიან შეიარაღებული. როგორც ცნობილია, კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში“, – განაცხადა ლეჟავამ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია „23-ე ბიურო“ რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს.