ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

თამარ მეფისა და გიორგი მესამის ჭვარტლით დაფარული ფრესკის ფოტო გავრცელდა

 

გუშინ გვიან ღამით ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც უნიკალური მხატვრობა ჭვარტლით ნაწილობრივ დაიფარა. – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ტაძარში სასანთლე მაგიდა დაიწვა.

ცეცხლის შედეგად თამარ მეფის და გიორგი მესამის ფრესკები ჭვარტლით დაიფარა. სოციალურ ქსელში ჭვარტლით დაფარული ფრესკების სურათიც გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თამარ მეფის ოთხი გამოსახულებაა შემორჩენილი: ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის.

იტვირთბა....