ნოემბრიდან ილიჩევსკისა და ბათუმის პორტებს შორის პირდაპირი საკონტეინერო ხაზი ამოქმედდება. კონტეინერმზიდი გემები ყოველკვირეულად პირდაპირ იმოძრავებენ ილიჩევსკი – ბათუმის ხაზზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანზიტო ღირებულებას და დროს. ამჟამად, საკონტეინერო ტვირთები თურქეთის პორტების გავლით იტვირთებიან, სადაც ხდება კონტეინერების გადმოტანა ტერმინალში და შემდგომ სხვა გემებზე დატვირთვა.
ილიჩევსკი – ბათუმის მიმართულებით რეისებს კომპანია „ემ ეს სი“ – ის გემები შეასრულებენ.
საკონტეინერო ხაზის ლოგისტიკურ მენეჯმენტს ნორვეგიულ-ქართული კომპანია „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია“ (Wilhelmsen Ships Service Georgia) განახორციელებს, რომელსაც ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
იტვირთბა....