ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გურჯაანში “რესპუბლიკური პარტია” 50-მდე წევრმა დატოვა

 

“რესპუბლიკური პარტია” გურჯაანში 50-მდე წევრმა დატოვა. განცხადება ცოტა ხნის წინ გაერთიანების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გააკეთა. ზვიად ყვირალაშვილის განმარტებით, კონსულტაცია დავით უსუფაშვილთან გაიარა, რის შემდეგაც ისინი ახალ პლატფორმაზე გადასვლას გეგმავენ.

„ჩემს მეგობართან, ბატონ დავით უსუფაშვილთან მქონდა კონსულტაციები ამ თემაზე. ჩვენ გადავინაცვლებთ ფართო პოლიტიკურ ველზე. ჩამოვყალიბდებით, უფრო გავაანალიზებთ რა შეცდომები იქნა დაშვებული ამ ხნის განმავლობაში და უფრო მეტად აქტიურად ვიქნებით ჩართული მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით. ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა ზვიად ყვირალაშვილმა.

მისი თქმით, მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ეს არჩევნების მოახლოებისას გაირკვევა.

“მეტრონომი” რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა პარტიაში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

იტვირთბა....