18 ნოემბერს, მოსკოვში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე რუსეთში მიემგზავრება. ამის შესახებ “მეტრონომს” საპატრიარქოს პრესცენტრში განუცხადეს.
პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქსი კირილის 70 წლის იუბილეს დაესწრება.
სააგენტო “პირველის” ინფორმაციით, ილია მეორე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება.