ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში ხელისუფლებამ Amnesty International-ის ოფისი დალუქა

 

მოსკოვში Amnesty International-ის ოფისი დალუქეს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის რუსული ფილიალის ხელმძღვანელის, სერგეი ნიკიტინის განცხადებით, ხელისუფლებამ ორგანიზაციის ოფისი მოულოდნელად დახურა.

Fox News-ის ცნობით, დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისი დალუქული დახვდათ.

ნიკიტინი აცხადებს, რომ Amnesty International-ი მოსკოვის ოფისს 20 წელიწადზე მეტია პირდაპირ მუნიციპალური ხელისუფლებისგან ქირაობს.

ნიკიტინი აღნიშნავს, რომ დალუქვის მიზეზის გასარკვევად ის კართან დატოვებულ სატელეფონო ნომრებზეც რეკავს, თუმცა არავინ პასუხობს.

იტვირთბა....