ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მტკვარიჰესზე“ გაფიცული მუშები იურიდიულ დახმარებას ითხოვენ

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავთან, ,,მტკვარიჰესზე“ გაფიცული მუშები იურიდიულ დახმარებას ითხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც სახელფასო ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს აპროტესტებენ აცხადებენ, რომ ხელშეკრულებების გარეშე მუშაობენ.

მათი ინფორმაციით გაფიცულ მუშებთან სამუშაოების ზედამხედველი მივიდა. მისი თქმით, ხელმძღვანელები გაფიცულებთან შეხვედრას ხვალ, 3 ნოემბერს შეძლებენ. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები მხოლოდ 10 კაცს შეხვედებიან და ეს 10 მუშა გაფიცულებმა თავად უნდა შეარჩიონ.

საპროტესტო აქციის მოაწილეები მის წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა განაცხადეს, რომ დაშლას არ აპირებენ. მათ საკუთარი მოთხოვნები დაწერეს, ხელი მოაწერეს და გეგმავენ, რომ ის ხვალ კომპანია ,,საქენერგორემონტის“ წარმომადგენლებს გადასცენ.

,,ჩვენ ბეტონის მუშები ვართ. 100–ზე მეტი ვმუშაობდით და ახლა 62 კაცი დავრჩით მარტო. არ დავიშლებით, რადგან რომ დავიშალოთ ჩვენც გაგვიშვებენ“– აცხადებენ გაფიცული მუშები.

წყარო: „სამხრეთის კარიბჭე“

იტვირთბა....