ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მის გამინისტრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე მისი შს მინისტრად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უსაფუძვლოს უწოდებს:

„ყველას ძალიან ვთხოვ, ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ, ჩემი კომენტარების ნაცვლად, კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება”, – წერს მამუკა მდინარაძე.

 

იტვირთბა....