„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „TV პირველის“ ეთერში დაადასტურა, რომ უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი მათ პარტიაში დავით ბერძენიშვილის და თამარ კორძაიას განცხადებებს უკავშირდება. კერძოდ, საუბარია მათ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც კობა ნარჩემაშვილსა და გიგი წერეთელს შორის არჩევანს გიგი წერეთელზე გააკეთებდნენ.
„მე ვადასტურებ, რომ ეს თემა იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია იყო. აქ უფრო საუბარი იმაზეა თუ როგორ ვხედავთ საკუთარ ადგილს და როლს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტია“ დავით უსუფაშვილმა რამდენიმე დღის წინ დატოვა.