ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბერძენიშვილი „მეტრონომთან“ თინა ხიდაშელის პარტიიდან წასვლაზე საუბრობს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა. ამის შესახებ “მეტრონომს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხიდაშელმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

აღსანიშნავია, რომ დღეს “რესპუბლიკური პარტია” ვახტანგ ხმალაძემაც დატოვა.

“მიმაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით სახელისუფლო, კოალიციაში მყოფი პარტია და გადამეტებულად ოპოზიციურად ვიქცეოდით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა. ხშირად უსამართლოდ ლანძღავდნენ „ქართულ ოცნებას“, დაუმსახურებლად, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საფუძვლიანადაც. რატომღაც ჩვენ ძალიან ხშირად იმ ბანაკში აღმოვჩნდებოდით, ვინც აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“, ანუ ჩვენ თავს. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. ამაზე პარტიაში რამდენჯერმე იყო კამათი. აღმოჩნდა, რომ მე უმცირესობაში ვიყავი. არ მინდოდა, დამეზარალებინა პარტია, გავჩუმდი და დაველოდე, როდის დასრულდებოდა ყველაფერი. სამწუხაროდ და საუბედუროდ აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი და არა  – უმრავლესობა. პარტიაში უმრავლესობას ეგონა, რომ ამ ოპოზიციაში ჩადგომით უფრო მეტ ხმას მივიღებდით“. – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

იტვირთბა....