მოხუცი ქალბატონი, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მას შვილიშვილები სასტიკად „ეხუმრებოდნენ“, აცხადებს, რომ პნევმატურ იარაღში ტყვიები არ ყოფილა:
„დავწერე ყველაფერი. მეხუმრებოდნენ ბავშვები. მეც ვეხუმრებოდი. იღებდნენ თან ამას, მეტი არაფერი ყოფილა“, – აცხადებს ლილი ქუთათელაძე.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ დასდევენ ასაკოვან ბებოს შვილიშვილები და პნევმატური იარაღიდან ესვრიან. შსს-მ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შემდეგ კი საქმე სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც ძალადობას გულისხმობს.
https://youtu.be/JRFWwpmbuYM