ჰილარი კლინტონის მიკრობლოგ Twitter-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში მის მეტოქე, დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ “კრემლთან მისი ყველა კავშირი დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს”:
“არჩევნებამდე მხოლოდ რვა დღე დარჩა. ტრამპმა კრემლთან და მის მოკავშირეებთან ყველა მისი ურთიერთობები და კომუნიკაციები დაუყოვნებლივ უნდა გაამჟღავნოს”, – ნათქვამია კლინტონის განცხადებაში.
კლინტონი დაინტერესდა: “რატომ სურს პუტინს, რომ ტრამპმა არჩევნები მოიგოს? იქნებ იმიტომ, რომ ტრამპი მას კრემლის პოლიტიკის განხორციელებას პირდება? ან იმიტომ, რომ ბიზნესგარიგებები აკავშირებთ?”.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩართვაში რაიმე სახით მონაწილეობა უარყო და განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიაზე გავლენა მოახდინოს.
“მსურს ჩვენი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე ზეგავლენა მოვახდინოთ აშშ-ის საარჩევნო კამპანიაზე. პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ”, – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.