ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ „სამგორში“ მამაკაცი დაიღუპა

 

მეტროს სადგურ „სამგორში“ 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

“მეტრონომს” მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი მეტროს ვაგონში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ბაქანზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს თან ცოლი და შვილი ახლდა.

”მამაკაცი ცუდად გახდა და ბაქანზე გადაიყვანეს. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის სამგორის მეტროს ბაქანზე მატარებელი არ ჩერდება, ვინაიდან ადგილზე ექსპერტი უნდა მივიდეს და ექსპერტიზა ჩატარდეს. როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება და მამაკაცს გადაასვენებენ, სამგორის მეტროში მატარებელი ჩვეულებრივ გაჩერდება”.- აცხადებენ მეტროს პრესსამსახურში.

იტვირთბა....