ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

ოპოზიციური გაზეთის მთავარი რედაქტორი დააკავეს

 

თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის Cumhurriyet-ის მთავარი რედაქტორი მურატ საბუნჯუ დააკავა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მურატ საბუნჯუ გაზეთის 8 თანამშრომელთან ერთად დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საბუნჩუს, გაზეთის სხვა რედაქტორებისა და ჟურნალისტების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულებს აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეთულა გიულენთან კავშირი ედებათ ბრალად.

15b710458c094fd391b0c253033e33ea_18

იტვირთბა....