ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ დარღვევების შესახებ 15:00 საათისთვის არსებული მონაცემები გააცნო.
ყველაზე მეტი დარღვევა ამ დროისთვის აჭარაში ფიქსირდება, სადაც დამკვირვებლებმა 10 გადაცდომა გამოავლინეს.
ფოთში 2 დარღვევა მოხდა, 2 ინციდენტი მოხდა ზუგდიდში, 2 ლანჩხუთში, ჩოხატაურში ერთი, ქუთაისში 3, ბაღდათში 2, ახალციხეში 3, კასპში 2, მცხეთაში 1, თბილისშიც 1 მარნეულში 7, ერთი დარღვევა დაფიქსირდა საგარეჯოში და ერთიც გურჯაანში.