ცესკო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღეს საპარლამენტო არჩევნები 2229 საარჩევნო უბანზე გაიმართება, მათ შორის 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამომრჩევლის რაოდენობა 2 478 042-ია.
კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია , ასევე ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.
დილის 07:00 საათიდან 24:00 საათამდე მუშაობს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი – 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.