საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა. აქედან 18 ოლქი თბილისში, 32 კი რეგიონებშია. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.