ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როცა ქვეყანაში მოსამართლე ბიზნესმენია და ასეთი მეთოდებით უსწორდება კონკურენტებს, ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოში ბიზნეს გარემოს”

 

შპს “აიპლუსის” გენერალური მენეჯერმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “აიპლიუს” მოსამართლე უქმნის პრობლემებს. მისი განცხადებით, საფრთხის შემცველია “ქვეყანაში მოსამართლე ბიზნესმენის” ყოფნა:

 

“თითქოს, ჩვენ განვახორციელეთ ჰაკერული შეტევა iTechnic-ის ფესიბუქ გვერდზე. და მოსამართლემ ეს ნორმალურად ჩათვალა და ყადაღა დაადო ჩვენს კომპანიას. iTechnic-ის ფიქტიური მფლობელი სააპელაციო სასამართლოს თავმდჯომარე ვალერიან ცერცვაძეა. კომპანიის დამფუძნებელი ვალერიან ცერცვაძის მამა და ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმა – ბექარ მიკუჭაძეა, ხოლო ვალერიან ცერცვაძის ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე “აიტექნიკის” გენერალური მენეჯერი – გვანცა მიკუჭაძეა. ამ ფაქტების გათვალისწინებით ჩვენთვის სასამართლოს აბსურდული ყადაღა გასაგებია. როცა ქვეყანაში მოსამართლე ბიზნესმენია და ასეთი მეთოდებით უსწორდება კონკურენტებს ეს სამწუხაროდ, საფრთხეს შეუქმნის საქართველოში ბიზნეს გარემოს და უცხოურ ინვესტიციების შემოდინებას. მათ არ შეუძლიათ გაგვიწიონ ჯანსაღი კონკურენცია და ბინძური მეთოდებით ცდილობენ ჩვენს მოშორებას,” – განაცხადა შპს “აიპლუსის” გენერალურმა მენეჯერმა კახა სეფაშვილმა.

 

iPlus-ს შპს “აიტექნიკი” ფეისბუქ გვერდზე ჰაკერულ შეტევების განხორციელებასა და გვერდის გაუქმებას ედავება, რის გამოც “აიპლუსის” ანგარიშები 1 600 000 ლარით დაყადაღდა.

 

შპს “აიპლუსში” წერილობით მიმართვა და განჩინება 5 ენაზე თარგმნეს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებსა და უცხოელი პარტნიროებისთვის გადაგზავნას აპირებენ.

წყარო: “პირველი რადიო”

იტვირთბა....