პარტია „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
თოფაძე ადასტურებს, რომ ნადირობისას, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მართლაც მოხვდა, თუმცა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შესაბამისი საბუთები წარუდგინა, რომ ოფიციალურად ნადირობდა, რის შემდეგაც მესაზღვრეებს დამატებითი ქმედებებისთვის არ მიუმართავთ.
“ერთ-ერთი ტელევიზიიდან დამირეკეს და ეთერში მისვლა მთხოვეს, თუმცა ვუთხარი, რომ დედოფლისწყაროში ვიყავი სანადიროდ და ვერ მოვახერხებდი მისვლას. ამის შემდეგ მითხრეს, რომ გადამღებ ჯგუფს გამოუშვებდნენ, მე ვუთხარი, რომ დედოფლისწყაროდან უკვე საკმაოდ შორს ვიმყოფებოდი და ჯგუფს ჩამოსვლა გაუჭირდებოდა, თუმცა მაინც გამოუშვეს ჯგუფი. როცა მირეკავდნენ ტელეფონი არ იჭერდა, როგორც იქნა დამიკავშირდნენ და მე ვუთხარი, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ვიყავი და მესაზღვრეებმა საბუთები შემიმოწმეს. ნადირობის ოფიციალური ნებართვა მქონდა და შესაბამისად არავითარი პრობლემა არ იყო. ამ ტელევიზიამ, რატომ ჩათვალა რომ დამაკავეს, არ ვიცი…
კარგად ვარ კარგად ვინადირე და მშვიდობით ვბრუნდები უკან”, – განუცხადა “კვირას“ გოგი თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იბერიის” ინფორმაციით, გოგი თოფაძეს აზერბაიჯანი საქართველოს საზღვარზე პრობლემები შეექმნა.სავარაუდოდ ის აზერბაიჯენელმა მესაზღვრეებმა დააკავეს ,,მრეწველების“ ლიდერი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან სანადიროდ იმყოფებოდა. ის გადაცემა ,,პრიორიტეტის“ სტუმარი უნდა ყოფილიყო , თუმცა, როგორც გადაცემის წამყვანს შეატყობინა, მას გზა აებნა და აზერბაიჯანის საზღვართან პრობლემები შეექმნა.