სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა. თურქული მხარის მიერ დასახელებული ტექნიკური პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნა. განცხადება საქართველოში თურქეთის ელჩმაც გააკეთა.
„ინფორმაცია, რომ თითქოს თურქეთის ტერიტორიაზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს, არ არის სიმართლე. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ადგილობრივმა გაზეთმა გაავრცელა და არის ტყუილი. არავითარი ტერორისტული თავდასხმა ან დაკავებები ამის გამო არ ყოფილა. რაც შეეხება მდგომარეობას საზღვარზე, იქ მართლაც ტექნიკური პროგრამული პრობლემაა. ეს ხელს უშლის პოლიციას და საბაჟოს ხელმძღვანელობას მგზავრების პირადობის დადგენაში. ეს მხოლოდ საქართველოსთან არ ხდება, არამედ ყველა საზღვართან მსგავსი პრობლემები გვაქვს. ამაზე მუშაობენ და იმედია, შევძლებთ რამდენიმე საათში მოგვარებას,“ – აცხადებს საქართველოში თურქეთის ელჩი.