შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია და ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
”მძიმე მდგომარეობაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაული გახსნილია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ბახტრიონის ქუჩაზე, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაჭრილია 19 და 24 წლის მამაკაცი.
შემთხვევა 162-ე სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით მათ 7 გასროლის ხმა გაიგეს.
ერთ-ერთ დაჭრილს ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. მეორე მამაკაცი, ფეხის არეშია დაჭრილი.
ორივე მათგანს ოპერაცია გვინ ღამით ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.