ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში ნატა ნაზღაიძის უვადოდ გამწესებას ეხმაურება.
“სააპელაციოში ჩვენი საქმის “განხილვისთვის” სამარცხვინო ნატა ნაზღაიძეს ანაზღაურება მიუღია – უვადოდ გაამწესა დღეს იუსტიციის საბჭომ 🙂
„ნეტა, თვითონ თუ სჯერა, რომ იმაზე დიდ ხანს იქნება მოსამართლე, ვიდრე ქოცები ხელისუფლებაში”, – წერს გვარმია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ნატა ნაზღაიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებას მხარი დაუჭირეს.
“როგორ ართმევს მოსამართლე გახმაურებულ საქმეებს თავს, ზოგადი შეკითხვები დასმული იქნა. არა მარტო იმ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვინც თქვენ გაინტერესებთ, არამედ სხვა მოსამართლეების მიმართაც. კონკრეტულ თემებზე საუბარი არ ყოფილა, მარტო “რუსთავი 2″-ის საქმეზე კი არა, არის სხვა გახმაურებული საქმეებიც. კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ზოგადად კითხვები დაისვა კანდიდატების მიმართ და ითქვა, რომ ისინი როგორ ართმევენ გახმაურებულ საქმეებს თავს და როდესაც არის საზოგადოების მაღალი ინტერესი, როგორ მოქმედებენ,” – განაცხადა იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.