მისურის შტატში სასამართლომ ერთ-ერთი მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელმაც კომპანია Johnson & Johnson-ს სასამართლოში უჩივლა. კომპანიას კომპენსაციის სახით დაზარალებულის სასარგებლოდ 70 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მოქალაქე ირწმუნება, ის კომპანია Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკის გამოყენების შემდეგ საკვერცხის კიბოთი დაავადდა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის უკვე მესამე ფაქტია.
კომპანია Johnson & Johnson ირწმუნება, რომ საბავშვო ტალკის გამოყენება უსაფრთხოა ის, რომ ტალკი კიბოს იწვევს, ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია.