ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

7 გასროლა ბახტრიონზე: დაჭრილია 2 ახალგაზრდა

 

წუხელ, ბახტრიონის ქუჩაზე, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაჭრილია 19 და 24 წლის მამაკაცი.

შემთხვევა 162-ე სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით მათ 7 გასროლის ხმა გაიგეს.

ერთ-ერთ დაჭრილს ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. მეორე მამაკაცი, ფეხის არეშია დაჭრილი.

ორივე მათგანს ოპერაცია გვინ ღამით ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....