ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სროლები ბახტრიონზე: დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბახტრიონზე, წუხელ დაპირისპირება მოხდა და შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....