შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა, მათგან 6 ქალია.
„114 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანარჩენებს სხვადასხვა ვადით შეუმცირდებათ სასჯელი – ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი 2/3-ით შეუმცირდება“, – აღნიშნა ქორიძემ.