სააგენტო „ტასს“ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განუცხადა, რომ ამჟამად „სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხზე მსჯელობს“:
„ცხინვალს თვითმფრინავები სჭირდება იმისთვის, რომ თბილისში ოსების სამკურნალოდ ჩასვლა აღკვეთოს. ავიაცია ძალიან გვჭირდება. ავიაციის შექმნის საკითხზე ვმსჯელობდით, ამ თემაზე მუშაობა გრძელდება. ხანდახან ცხინვალ-ვლადიკავკაზის მთიანი გზა იკეტება და ავადმყოფების დახმარება შეიძლება დაგვიანდეს.
საქართველოში არსებობს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობის სერიოზული პროექტი ჯანდაცვის მიმართულებით, მას აქვს დაფინანსება და ძლიერი მხარდაჭერა დასავლური ქვეყნებისგან. გამოდის, რომ ეს იძულებითი ზომაა. ამიტომ, ავიაცია საჭირო იქნებოდა“, – განაცხადა თიბილოვმა.